
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვამ დნეპროპეტროვსკის ოლქში ФСБ-ის აგენტების ჯგუფი აიყვანა. როგორც დაზვერვის პრესცენტრი იტყობინება, დამნაშავეებმა შეაგროვეს ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინის წინა ხაზზე თავდაცვის ძალების ნაწილების განლაგებისა და გადაადგილების შესახებ.
უმთავრესად ისინი ცდილობდნენ გაეგოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების კონსპირაციული ბაზები, ასევე, უკრაინის ჯარების საინჟინრო ფორტიფიკაციებისა და სასწავლო ცენტრების ადგილმდებარეობა.
"აგენტები ცდილობდნენ, ინფორმატორების საკუთარი ქსელის გაფართოებას, მათ შორის უკრაინელ სამხედროებსა და სამართალდამცავ ოფიცრებს შორის. გამოძიების თანახმად, აგენტურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დაშლილი მილიციის ადგილობრივი დანაყოფის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გადაიბირეს. მას დაევალა საკუთარი აგენტური ქსელის ჩამოყალიბება უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო და დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად",- ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, რეგიონის აღების შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები ადგილობრივ საოკუპაციო ადმინისტრაციებში ხელმძღვანელი „პოზიციების“ მიცემას დაჰპირდნენ. სამართალდამცავებმა მათ საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ყუმბარები, ასევე, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები აღმოაჩინეს. ნაპოვნიას კავშირგაბმულობის საშუალებები ФСБ-ის წარმომადგენლებთან კონსპირაციული კომუნიკაციისთვის.