9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, მანქანების შენახვაზე 746 ათასზე მეტი - ფლანგვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს 9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო მანქანების შენახვაზე 746 ათას ლარზე მეტი - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

ირკვევა, რომ ყველაზე მეტი საწვავი 2 წლის განმავლობაში ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში დაიხარჯა.

“ფლანგვის დეტექტორმა” საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების შესახებ 9 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია. ყველაზე მეტი საწვავი 2 წლის განმავლობაში ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში დაიხარჯა. ზუგდიდის მერიამ 2 წლის განმავლობაში 161,227 ლიტრი საწვავი მოიხმარა და ამაში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ავტომობილების მოვლა-შენახვა ზუგდიდის მერიას, 2 წლის განმავლობაში, 189,607 ლარი დაუჯდა. ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 2021-2022 წლებში ჯამში 473,451 ლარი შეადგინა.გორის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 13 მანქანა ემსახურებოდა, წელს კი ავტომობილების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათას ლარს ხარჯავენ მანქანების მოვლა-შენახვაზე.  სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშებში საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ გასცემს რეკომენდაციას" - წერს ორგანიზაცია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი