The Atlantic: საქართველოს მესამე პრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით, ნელა და წამებით კლავენ

გამოქვეყნდა:

ამერიკული გამოცემა The Atlantic მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი, ენ ეპლბაუმი წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საბჭოთა ციხეებისთვის დამახასიათებელი სტილით კლავენ - ნელა და წამებით. 

ავტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა და მის ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენა სხვა არაფერზე მეტყველებს, თუ არა იმაზე, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული დანაშაულებრივი განზრახვა. 

ეპლბაუმი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა, საქართველოს ევროპული მისწრაფებებიც სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გარკვეული დროის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, რითაც შეიძლება აიხსნას მისი წონის კლება და გამოფიტულობა, მაგრამ ვერ აიხსნება დარიშხანის, ვერცხლისწყლისა და სხვა ტოქსინების არსებობა მის თმასა და ფრჩხილებში,ვერაფერი ახსნის ამას გარდა დანაშაულებრივი განზრახვისა, რომელიც ორგანიზებული, ოფიციალური, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია. 

საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა და მათთვის, ვინც ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ცხოვრობს , სააკაშვილის დაგროვილი ციხის დაავადებები ნაცნობი ნიმუშია. ციხეში ნელი სიკვდილი საბჭოთა სპეციალობა იყო: არა მკვლელობა, არამედ უბრალოდ კარგად გაკონტროლებული, ხანგრძლივი, გაწელილი სიკვდილი.

მისი ადვოკატი და ოჯახი სთხოვენ მთავრობას, გაათავისუფლოს იგი ჰუმანიტარული ნიშნით და გადაიყვანოს ევროპის ან აშშ-ის საავადმყოფოში, თუ არა, ის შესაძლოა ციხეში მოკვდეს. თუმცა, პუტინი და მისი მარიონეტები საქართველოში შესაძლოა სწორედ ამას ელიან. თუ ადამიანი, რომელიც კვლავ განასახიერებს საქართველოს ძველ მისწრაფებებს, შეუერთდეს ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროს, საბჭოთა სტილში მოკვდება ციხეში, მაშინ ეს მისწრაფებებიც მასთან ერთად მოკვდება." წერს სტატიის ავტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი