7 წლის დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს, გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

20 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარი 7 წლის დისშვილის გაუპატიურებას ედავებიან, გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სავარაუდო პედოფილიის ფაქტი, შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

ბავშვმა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონეა, შემზარავი ისტორია თავდაპირველად სკოლაში, მასწავლებლებს უამბო. "მთავარი" სავარაუდო მსხვერპლის დედას ესაუბრა, მას ამბის დაჯერება უჭირს და ვარაუდობს, რომ ისტორია ბავშვმა გამოიგონა.

7 წლის ბიჭთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ, მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზაც. გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი