რუსებმა ტორეცკი და კურახივკა დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით დონეცკის ოლქში, 3 თებერვალს, რუსული სარაკეტო და საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.

 მათი ინფორმაციით,ოკუპანტებმა ქალაქი ტორეცკი ზალპური სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

გარდა ამისა, რუსებმა არტილერიით დაბომბეს პოკროვსკის რაიონის სოფელი კურახივკა, სადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

იერიშების შედეგად დაზიანებულია სახლები, მანქანები, მაღაზია და მიმდებარე შენობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი