ჩვენ არ გვეშინია კრემლის, უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს კრემლის არ ეშინია, უკრაინა და ევროკავშირი კი ერთი ოჯახია.

მიშელის თქმით, უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ და ევროკავშირმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ "უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა". 

"ჩვენ აქ ვართ მკაფიო მესიჯით ორ საკითხზე. პირველი მესიჯი არის თქვენ და უკრაინელ ხალხს: ევროკავშირი დაგიჭერთ მხარს ყველაფრით. ჩვენ არ გვეშინია, არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. ჩემი მეორე მესიჯი არის უკრაინის მომავალი ევროკავშირთან ერთად", - თქვა მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ჩავიდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი