საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, "ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში" დარჩება - ზატულინი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება "ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში" - აცხადებს URA.RU-სთან ინტერვიუში რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი. 

„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რაც შეიძლება მოსთხოვო რუსეთს. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, - განაცხადა მან.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, „ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს საზღვრებზე გამწვავება შესაძლებელია".

„შეიძლება იყოს გამწვავება, თუ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილება ზეწოლას, რომელიც მათზე ხორციელდება." - აღნიშნა ზატულინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი