აშშ-ში, სავარაუდოდ ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამოჩენის გამო, ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო ჩინეთში ვიზიტი გადადო.

BBC-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს ჩინური სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი.

ენტონი ბლინკენი პეკინში თავის ჩინელ კოლეგასა და სავარაუდოდ ჩინეთის ლიდერსაც, სი ძინპინსაც უნდა შეხვედროდა.

აშშ-ის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებულ საჰაერო ბურთს ჩინეთის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური ხელსაწყო უწოდა, რომელმაც კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, საჰაერო ბურთი ჩინეთის "სათვალთვალო ხელსაწყოა".

პეკინი მომხდარის გამო, წუხილს გამოთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი