საცივი ცოტა შეჭამა, დანარჩენი დაუნაწილა იქ მყოფებს, მეორე და მესამე დღეს ღებინება ჰქონდა - პასუხი ნადირაძეს

გამოქვეყნდა:

გიული ალასანია "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძეს პასუხობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საცივი მცირე რაოდენობით ჭამა, დანარჩენი კი იქ მყოფებს გაუნაწილა. ამის შემდეგ კი, როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილი ცუდად გახდა:

"მე რაც მოვისმინე და რასაც მოვკარი ყური ისევ არის კვებაზე საუბარი, რომ რაღაც ისე არ მოგვაქვს, ისე არ ვაკეთებთ, რომ საცივს მიირთმევს. იყო ნამდვილად ასეთი შემთხვევა და მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა ეს საცივი, მაგრამ ცოტა შეჭამა და დანარჩენი დაუნაწილა იქ მყოფ ადამიანებს. მაგრამ მეორე და მესამე დღეს, ღებინება ჰქონდა იმიტომ, რომ ნამდვილად არ შეუძლია. ახალა, რომ ვერ ჭამს მიზეზი აქვს. როცა მოწამლულ ხარ ადამიანი, როგორ უნდა შეჭამო, ეს უკვე მუდმივად რამდენი თვეა არის მოწამლული და ვერ ჭამს ეს არის მიზეზი, სხვა კი არაფერი... ერთადერთი შემთხვევა იყო ის ნივრიანი, როცა მოინდობა და პურზე თხლად გადავუსვი. ამას დააბრალეს გულის წასვლა.. ეს მას ხშირად ემართება და ნიორი რა შუაშია" - ამბობს გიული ალასანია

"ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დღეს ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალ წელს, საცივი ჭამა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი