პენიტენციურმა მოწმეები ჩახსნა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს

გამოქვეყნდა:

"ცენტრ ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, სამხარაულის საექსპერტო ბიურომ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა მოწმეები ჩახსნეს, მოსამართლე გიორგი არევაძე კი პროცესს ასრულებს.

 "სამხარაული, იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური ისეთ შარში გაეხვნენ, რომ მოწმეები ჩახსნეს და მოსამართლე პროცესს ამთავრებს", - წერს მარიამ ჯიშკარიანი

არ არის გამორიცხული, მოსამართლემ გადაწყვეტილება მომავალ კვირას გამოაცხადოს.

6 თებერვლის სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სამი მოწმის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დარჩენილ შვიდ მოწმეს ჩახსნიან. მანამდე კი მოწმეები ჩახსნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი