კიევის რეგიონში უკვე ნაპოვნია რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის 1369 ცხედარი

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონში უკვე ნაპოვნია რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1369 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.
კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ცნობით, 197 ცხედარი ამოუცნობია, 300 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ნებიტოვის ინფორმაციით, კიევის რეგიონის სამართალდამცავებმა 10 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რეგიონის ტერიტორიაზე, რუსების ჩადენილ დანაშაულებზე.

შეგახსენებთ, კიევის ოლქის ქალაქები- ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და მთელი რეგიონი რუსი დამპყრობლებისგან 2022 წლის აპრილის დასაწყისში გათავისუფლდა. გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში უკრაინელებმა რუსების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები და მასიური სასაფალაობი აღმოაჩინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი