"პრესის თავისუფლების აღარ არსებობს" - "Russia Today-ის" გერმანიის ბიურო მუშაობას წყვეტს

გამოქვეყნდა:

რუსული "Russia Today-ში" ამბობენ, რომ წყვეტს საქმიანობას გერმანიაში, თუმცა, RT DE -ს შინაარსი და რეპორტაჟი  ხელმისაწვდომი იქნება ვებსაიტზე.

"ჩვენ ღრმად ვწუხვართ ევროკავშირის შიგნით პრესისა და მედიის თავისუფლების რეპრესიულ შეზღუდვებზე, რამამ გვაიძულა გერმანული ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიგვეღო",- ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მედიის განცახდებაში წერია, რომ RT DE Productions GmbH განიცდის უზარმაზარ ზეწოლას მთავრობების, მედიის, კორპორაციებისა და სხვების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ შეზღუდონ მათი ჟურნალისტური საქმიანობა. 

მათივე მტკიცებით, 2022 წლის დეკემბერში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის ძალაში შესვლით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის ღირებულებები, რომლებიც მისი არსებობის ფუნდამენტია, დაირღვა. "გერმანიაში პრესის თავისუფლება აღარ არსებობს",-  წერს RT-ის მენეჯმენტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი