ბახმუტში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევისას, ოკუპანტებმა ამერიკელი მოხალისე მოკლეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ცნობილი ამერიკელი მოხალისე პიტ რიდი მოკლეს. 

რუსებმა ის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევისას მოკლეს. სწორედ რიდმა დაარსა  ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფი - "Global Response Medicine". 

"GRM-ის დამფუძნებელი პიტ რიდი გარდაიცვალა უკრაინაში, ბახმუტში. პიტი იყო GRM-ის ქვაკუთხედი, რომელიც 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საბჭოს თავმჯდომარედ. იანვარში, პიტმა დატოვა GRM, რათა ემუშავა Global Outreach Doctors-თან უკრაინაში მათი მისიის დროს. მოკლულია დახმარების დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

33 წლის ამერიკელი პიტ რიდი საზღვაო ვეტერანი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი