აუქციონები ერთი მონაწილით და საეჭვო პირდაპირი მიყიდვები - სავარაუდო კორუფცია აჭარის მთავრობაში

გამოქვეყნდა:

სავარაუდო კორუფცია აჭარის მთავრობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა პრივატიზაციის პროცესის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ 2020-2021 წლებში ჩატარებული აუქციონები არ იყო გამჭვირვალე და კონკურენტული.  

ანგარიშში გამოიკვეთა ქონების გაყიდვის 33 შემთხვევა, რომელიც კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" შემომწირველ კომპანიებზე უკონკურნტო გარემოში გასხვისდა. არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის მთავრობას მიმართავს, ელექტრონული აუქციონების გამოცხადებამდე უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანია პირობების შესახებ და გამჭვირვალე კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან.

"2020-21 წლების ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის მთავრობამ ამ პერიოდში გასხვისებული 39 ქონებიდან 33 უკონკურენტო პრეცედენტების გარეშე ჩატარებული აუქციონებით გაასხვისა. ამ ფიზიკური პირებიდან 7 ისეთია, რომელსაც სხვადასხვა დროს, როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე, მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გადარიცხული აქვს მილიონ ლარამდე", - თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ნახეთ ორგანიზაციის სრული კვლევა.

ბათუმის მერიაში ბრალდბებს უარყოფენ და ამბობენ, რომ "ნებისმიერი აუქციონი წესების შესაბამისად იქნებოდა გატარებული".

"ვერ გაგცემთ პასუხს უშუალოდ რომელ ქეისზე საუბრობთ თქვენ, მაგრამ აუქციონზე გამოცხადებას აქვს თავისი წესი და ამ წესის შესაბამისად იქნებოდა დაცული და გამოცხადებული ნებისმიერი აუქციონი", - თქვა ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი