"სპეცდიეტა აქვს თურმე, ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ჩამტვრეული მალები... ჩემ თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება" - ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა კვლავ მძიმეა.

გიული ალასანიამ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ცოტა ხნის წინ მოინახულა, ჟურნალისტებთან მან გუშინდელ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

"გუშინ გაიჟღერა, კიდევ ერთი ახალი ტერმინი გავიგე, სპეცდიეტა აქვს თურმე, რაღაც სპეცდიეტაზეა. ამ სპეცდიეტით ხდება თურმე ეს სიცხეები, როგორც ჩანს. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. და ის კიდევ, რომ ათრიეს, დაზიანებული რომ აქვს, ჩამტვრეული მალები, ხერხემალი დაზიანებული, მარცხენა მკლავი ჩამტვრეული, ესეც ყველაფერი თურმე თვითდაზიანებით ხდება. არაფერი განსაკუთრებული არ იყო, როგორც წესი, სულ ერთი დაიგივე [საკვები] მომაქვს. მე რასაც ვუყუირებ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული, იმიტომ რომ ჩემ თვალწინ აბსოლუტურად ქრება, დნება ადამიანი, მიდის და მე ამის მოწმე ვარ", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა. პროცესზე კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე დაკითხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი