გერმანიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის მიერ ძებნილი გიგი კალანდაძე დააკავა და ექსტრადირებას უპირებდა - BILD

გამოქვეყნდა:

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild გენერალ გიგი კალანდაძეზე სტატიას აქვეყნებს.

ავტორი წერს, რომ გერმანიის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის მიერ ძებნილი ქართველი სამხედრო დააკავა და საქართველოში ექსტრადირებას უპირებდა. ბილდის ინფორმაციით, როდესაც ინტერპოლმა უარყო დაკავების ორდერი პოლიტიკური საქმის მოტივით, საქართველომ პირდაპირ გერმანიასთან დაკავშირება სცადა და გარკვეულ  წარმატებასაც მიაღწია. ამის მიზეზი კი სტატიის ავტორის განმარტებით, გერმანიის საელჩოს შეცდომა იყო, რადგან დიპლომატებმა ვერ მოახერხეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთთან ახლო კავშირის შეფასება.

"ყველანი ერთად რუსებისა და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების თანამოაზრეებად იქცნენ", - წერს ბილდი.

"რუსეთისა და საქართველოს მოთხოვნები დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნები ემთხვევა უკვე 10 წელზე მეტია და მე მახარებს ის ფაქტი, რომ გაარკვიეს სიმართლე. მთავარია, გერმანიის სასამართლომ, რა თქმა უნდა, გერმანიის პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ახლა მთავარია, გავლენებისგან დავიხსნათ საქართველო იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავათავისუფლებთ უკრაინას ოკუპანტებისგან და დავიხსნით საქართველოს იმ რუსეთის გავლენისგან და ვასალებისგან, რომლებიც დღეს ქვეყანას მართავენ. პირველ რიგში, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პლატფორმის შემქმნელი, ის აუცილებლად უნდა იყოს თავისუფლებაზე, რომ საქართველომ განაგრძოს არსებობა, იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ, როგორ ევროპული სახის სახელმწიფო", - თქვა გიგი კალანდაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი