უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 116 ადამიანი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს მოხდა სამხედრო ტყვეების მორიგი დიდი გაცვლა, რა დროსაც 116 ადამიანი გაათავისუფლეს.

როგორც ერმაკი ამბობს, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველები, ხერსონის წინააღმდეგობის წევრები, ბახმუტის ფრონტის სნაიპერები და უკრაინის სხვა გმირები.

"გათავისუფლებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 87 ჯარისკაცი, რომელთაგან ორი სპეციალური ოპერაციების ძალების წვერია. ასევე არიან: რვა ჯარისკაცი ტერიტორიული თავდაცვის ძალებიდან, შვიდი ეროვნული გვარდიიდან, ექვსი ეროვნული პოლიცია, ხუთი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან, ორი საზღვაო ძალებიდან და ერთი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიდან. ასევე, მათ შორისაა ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტი."- წერს ერმაკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი