
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ რიში სუნაკს უკრაინელი სამხედროებისთვის chalenger-2 ზე წვრთნების დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ვესაუბრე რიში სუნაკს...მადლობა გადავუხადე უკრაინელი სამხედროების chalenger-2 - ზე ვარჯიშის დაწყებისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინის არმიის შესაძლებლობების შემდგომ გაფართოებაზე, უკრაინის ყოვლისმომცველ მხარდაჭერაზე მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა ხაზგასმით აღვნიშნე, რომ აქ აგრესორი წარმომადგენლებს ადგილი არ არის" - წერს ზელენსკი