ექსკლუზიურად "მთავარი არხისთვის" - კადრები ბახმუტიდან და ქართველები ყველაზე ცხელ წერტილში

გამოქვეყნდა:

ბრძოლის ველიდან და მიწასთან გასწორებული ქალაქიდან კადრები ექსკლუზიურად "მთავარი არხისთვის". ვიდეოკადრებს რომელსაც მაყურებელი პირველად ნახავს რეალურ დროს არ ასახავს და მათ ომის წესების თანახმად, რამდენიმე დღის დაგვიანებით ვაქვეყნებთ. 

ბრძოლა სტრატეგიული ქალაქის ბახმუტისთვის გრძელდება. ოკუპანტმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვლა - დიდი დანაკარგის გამო, ქალაქს პირდაპირ აღარ უტევს და ალყაში მოქცევით ცდილობს მის მცველებს სამხედრო მომარაგება გადაუკეტოს.  

სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაცვა ლეგენდარულმა აზოვის პოლკმა გადაიბარა. ფრონტის წინა ხაზზე, ტყვიების წვიმაში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის ქართული ლეგიონის რამდენიმე ჯგუფი. 

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი