
"ვფიქრობ, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა სურს. სად უნდა რომ იყოს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს და რუსეთი დონბასისა და ყირიმის ნაწილებს შეინარჩუნებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოდესმე დაბრუნება დაივიწყოს.
რაც უკრაინაში ხდება, უკრაინის ფარგლებს სცდება. ესაა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო კანონის პატივისცემის დაცვის იდეა. ასე რომ, საქართველო უკრაინის წარმატებას უნდა იმედოვნებდეს."
ამბობს აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი ევროპაში, გენერალი ბენ ჰოჯესი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.