შსს საკუთარ კომფორტზე ზრუნავს - ავეჯში დახარჯული 7 მილიონი

გამოქვეყნდა:

ადამიანების დაუცველობის განცდას შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ხერხით ებრძვის. შენობის მიღმა საკუთარი კომფორტის შესაქმნელად ახალ ტენდერებს აცხადებს. 2013 წლიდან დღემდე შსს-მ, მხოლოდ ავეჯში, 7 მილიონი ლარი დახარჯა. ერთ-ერთ ბოლო ტენდერში კი მაღალჩინოსნებზე განსაკუთრებით იზრუნა. 

ორადგილიანი დივანი, მეტალის კარკასი რბილი ტყავის ზედაპირით, რომელიც გადაკრულია ე.წ. პარალონზე. ფეხები 10სმ-იანი სიმაღლის ქრომირებული. ზურგზე დეკორატიული მონიკელებული ორი მილით. მეტალის კარადა ორი სასრიალო კარით ზომა: ასაწყობი კონსტრუქცია, დამზადებული მაგარი მეტალისგან, შეღებილი მაღალ ტემპერატურაზე, ელექტროსტატიკური მეთოდით. ორი სასრიალო კარით. გასაშლელი დივანი ნაჭრის ზედაპირით. დივანი სამ ადგილიანი, საზურგე გადასაშლელი სამი პოზიციით, დასაჯდომ ზედაპირზე ექვსი ღილი, საზურგეზე ექვსი ღილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სააგენტოს ტენდერები შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციამ" და დაასკვნა, რომ მიუხედავად შესყიდვების კანონიერებისა, მაღალჩინოსნების კომფორტი შესრულებულ საქმიანობასთან შესაბამისი არ არის. 

გომელაურის უწყების არაეფექტურ მუშაობასთან რომ მისი მაღალბიუჯეტიდან შესყიდვები არარელევანტურია იციან ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ საჭიროა არა მაღალჩინოსნების კომფორტზე ზრუნვა, არამედ იმის კონტოლი, როგორ მუშაობენ საგამოძიებო უწყებები. 

შსს კი საკუთარ კომფორტზე ზრუნვას განაგრძობს. სულ ბოლოს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით 115 ათასი ლარი მხოლოდ იმაში დაიხარჯება, რომ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა სახის ავეჯის შეისყიდოს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი