რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დანაკარგების შესავსებად რუსები ახლა უკვე ქალთა კოლონიის პატიმრებს იყენებენ. როგორც უწყება წერს, ამ კვირაში, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან: 

"ცოცხალი ძალის დანაკარგის ასანაზღაურებლად, მოწინააღმდეგე მსჯავრდებული ქალების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ცდილობს. ამ კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ქალაქ სნოუს ქალთა გამოსასწორებელი კოლონიიდან 50-მდე ადამიანი გაიყვანეს. ცნობილია, რომ მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აგზავნიან მოსამზადებლად." წერს უკრაინის გენშტაბი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი