
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის გადამწყვეტი შეტევითი ოპერაციები მიზნად ისახავდეს ქალაქ ზაპოროჟიეზე შეტევას.
ISW-ის თქმით, რუსული ძალები ამტკიცებენ, რომ იანვრის ბოლოს მათ ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ტერიტორია დაიკავეს. ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ეს ცნობები, სავარაუდოდ, დეზინფორმაცია იყო, რომელიც მიზნად ისახავდა გადამწყვეტი შეტევის წინ უკრაინული ძალების დაშლას აღმოსავლეთში.
ISW წერს, რომ გადამწყვეტი შეტევებისთვის რუსეთი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრირებას დასავლეთ ლუგანსკის ოლქსა და ბახმუტის რეგიონში ახდენს.
გარდა ამისა, ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ძალები ბახმუტზე თავდასხმებს აძლიერებენ, დონეცკის ფრონტის ხაზზე კი შეტევები შენელებული აქვთ.