
ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის გაყინული თანხა უკრაინას გადაერიცხება. საქმე ეხება კონსტანტინ მალოფეევს, რომელსაც ბრალი სანქციებისთვის თავის არიდებაში წაუყენეს.
გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის თქმით, ქონება გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად".
„დღეს ვაცხადებ, რომ ვაძლევ უფლებას პირველად გადავიტანო ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინაში გამოსაყენებლად“, - თქვა მან.
გენერალურმა პროკურორმა გარლანდმა ეს განცხადება უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინთან შეხვედრის დროს გააკეთა.