"ადამიანი აღარ არსებობს, არის ჯოხი, რომელიც ვერაფერს ჭამს" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"საშინელი მდგომარეობაა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარაა ლაპარაკი, ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა ვივა მედთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ალასანია კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ მივიდა. ჟურნალისტებთან მან ხვალინდელ სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა.

"საშინელი მდგომარეობაა, ჯანმრთელობაზე უკვე აღარაა ლაპარაკი, ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ჭამს. ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო, ახლა საგანგებო სხდომა ჩატარდა, აპირებენ, რომ კიდევ მიიღონ რეზოლუცია, უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას, არის სამიტი, სადაც მუდმივადაა ჩემს შვილზე ლაპარაკი, უცხოური ცნობილი ჟურნალი და გაზეთი აღარ დარჩა, სადაც არ იყოს ინფორმაცია ჩემ შვილზე, მე არ ვიცი მეტი რაღა უნდა იყოს, მე არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზედაც შეიძლება ასეთი ხმაური ატეხილიყო. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იცი რა იქნებოდა?! - რომ ჩემი შვილი არ მჯდარიყო ციხეში", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა ხვალ, 6 თებერვალს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი