"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ყრილობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს, 17:00 საათზე ყრილობა გაიმართება. 

როგორც ცნობილია, პარტიის ახლად არჩეული თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდება. სხდომაზე ის თანაგუნდელებს სიტყვით მიმართავს და სამოქმედო გეგმას წარუდგენს. 

ყრილობაზე პრიორიტეტული საკითხი იქნება - რა ნაბიჯებს გადადგამს ენმ თუ საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. 

ყრილობა ძირითადად ტექნიკური ხასიათის იქნება. ასევე, ცნობილი გახდება, როგორ გადანაწილდება თანამდებობები პარტიის შიგნით. დღესვე აირჩევენ პარტიის გენერალურ მდივანს.

სხდომას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან. 

ცნიბისთვის, 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი