ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავებულია 4 ადამიანი 

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. 

მისი ცნობით, ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში  С-300 რაკეტა ისროლეს. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. 

"დაშავებულია 54 წლის ქალი და ორი მამაკაცი, 51 და 55 წლის. ქალი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კაცებს მკურნალობა ადგილზე გაეწიათ. ამასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია კიდე ერთი ადამიანი. დაჭრილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელია, სადაც მეორე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. კაცს სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული ",- წერს სინეგუბოვი

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი