
უკრაინაში შეჭრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინი ისრაელის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან საუბარში პირობა დადო, რომ რუსები უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის არ მოკლავდნენ. ამის შესახებ ბენეტმა ჟურნალისტ ჰანოჩ დაუმთან ინტერვიუში ისაუბრა.
მარტის დასაწყისში ბენეტი, რომელიც მაშინ პრემიერ მინისტრი იყო, მოსკოვში შუამავლად გაემგზავრა. მისი თქმით, მან ორჯერ ჰკითხა პუტინს, აპირებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტის მოკვლას.
"მე არ მოვკლავ ზელენსკის", - ბენეტის თქმით, უპასუხა რუსმა დიქტატორმა ორჯერ.
ბენეტის თქმით, ამის შემდეგ მან დაურეკა ზელენსკის და უთხრა:
„ახლახან მოვედი შეხვედრიდან, არ აპირებს შენს მოკვლას, მკითხა, დარწმუნებული ხარ? მე ვუთხარი, 100%-ით. ის შენს მოკვლას არ აპირებს“, - გაიხსენა ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარი.