"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩრდილს აყენებს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში" - FT

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილის მდგომარეობა ჩრდილს აყენებს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირში", - ამ სათაურით Financial Times მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს.

მედიას მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჰქონდა, რომელშიც ის საკუთარ ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე საუბრობს.

"მე რომ წინასწარ მცოდნოდა, რომ რუსეთი ასე სწრაფად შეიჭრებოდა [უკრაინაში] და ასევე მაწამებდნენ და მომწამლავდნენ ციხეში, [საქართველოში] არ დავბრუნდებოდი. ვშიშობ, რომ დასავლეთი ომის მიმართ ინტერესს დაკარგავს, ასევე, მეშინია ციხეში ჩემი სიკვდილის და ეს უკანასკნელი გარდაუვალია, თუ მე აქ დავრჩები, რადგან ეს პუტინის მთავარი გამარჯვება იქნება", - მისწერა მიხეილ სააკაშვილმა FT-ს.

საერთაშორისო მედია წერს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ პროტესტი გამოიწვია ადგილობრივ და დასავლელ მოკავშირეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ტოქსიკოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ის მოწამლულია.

სტატიის ავტორის აზრით, ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას დასავლეთსა და საქართველოს მმართველ პარტიას შორის. ავტორი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ნომინალურად პროევროპულია, თუმცა მას აქვს კავშირები რუსეთთან და სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც "ნაცისტს", რომელიც არასდროს უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

ჟურნალისტურ მასალაში ასევე საუბარია, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელსაც სააკაშვილი დისტანციურად დაესწრო. სტატიის ავტორის თქმით, ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი "გაფითრებულად" და "ცუდად" გამოიყურებოდა.

მედია ასევე წერს, მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ფოტოებზე უცხოელი ლიდერების, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურებაზე, რომელმაც ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა "დე-ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯად" შეაფასა.

FT წერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასა და წონაში კლებაზე, ასევე, ცნობებზე მიხეილ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით.

სტატიის ავტორი აფასებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და აღნიშნავს, რომ "უკიდურესად პოლარიზებულ ქართულ საზოგადოებაში, მმართველი პარტიის პოლიტიკოსები რეგულარულად დასცინიან სააკაშვილს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი