"იფიქრეთ საქართველოზე, მიშას დაინვალიდება ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"იფიქრეთ საქართველოზე, მიშას დაღუპვა, მიშას დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზა სააკაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრსას განაცხადა. 

 ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, საქმე სტრასბურგის სასამართლომ უნდა განიხილოს. 

"ყველა არაა სინდისგარეცხილი, ყველა არაა უნამუსო და მორალ გარეშე, შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი, თუ არ გადადგამს, შემდეგ უნდა წავიდეს სასწრაფოდ სტრასბურგში და სტრასბურგში დადებითი შედეგი იქნება და სტრასბურგს პარალელურად უნდა მისდევდეს ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მე რომ ვიყო მაგალითად დღეს, კომისიის, რაღაცის თავმჯდომარე, მოვუწერდი ხელს, მიშას კი არა, ნებისმიერს. მინდა მივმართო - იფიქრეთ საქართველოზე, მიშას დაღუპვა, მიშას დაინვალიდება, ძალიან ბევრ უკუპროცესს გამოიწვევს", - თქვა ნიკოლოზ სააკასვილმა.

გარდა ამისა, ნიკოლოზ სააკაშვილმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა:

"როცა ასეთი კაცია დასახსნელი შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა, ეს მწყინს. არის - მე იქით, შენ იქით, შენ ეს გინდა, მე ეს არ მინდა. ნაციონალურ მოძრაობასაც ვგულისხმობ და არანაციონალსაც, ნებისმიერ ოპოზიციას. გაერთიანდით, მიიყვანეთ ბოლომდე საქმე და მერე დასხედით, ენა იმისთვისაა, აზროვნება იმისთვისაა, არცერთ მათგანს არ აკლია, არც ლოგიკა, არც განათლება. მოილაპარაკეთ და გაინაწილეთ, ქვეყნისთვის იზრუნეთ. მე ნამდვილად ვიცი ერთი რამ, მიშა არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩაბმას, ჩვენ გვქონდა ლაპარაკი - მე ქართულ პოლიტიკაში არასოდეს აღარ ვიქნები - ძალიან ნაწყენი ვარ", - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, ამის შემდეგ კი მოსამართლე სათათბიროდ გავა. უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს, თუ არა მოსამართლე გიორგი არველაძე გადაწყვეტილებას.

სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი