ლუგანსკის მიმართულებით ვითარება დაძაბულია, ოკუპანტები შეტევისთვის ემზადებიან - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინუსტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის მიმართულებით ვითარება დაძაბულია, რუსი სამხედროები შეტევისთვის ემზადებიან.

"ინფორმაცია, თითქოს სრულმასშტაბიანი შეტევა 15 წუთში დაიწყება სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა მეთაურს და მებრძოლს ესმის, რამდენი რეზერვია გადაყვანილი და რა ხდება ფრონტის ხაზზე. პასუხისთვის ყველა მზადაა", - თქვა გაიდაიმ.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპანტრებმა ლუგანსკის მიმართულებიტ თავდასხმის რაოდენობა გაზარდა. გაიდაის თქმითვე, უკრაინელი დამცველები ყველა შეტევას წარმატებით იგერიებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი