
ირანის უზენაესმა ლიდერმა ათიათასობით პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ შეიწყალა "ათიათასობით" პატიმარი, მათ შორის ზოგიერთი ბოლო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაკავებული. Reuters წერს, რომ შეწყალების შესახებ იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მიერ დამტკიცებული შეწყალება განხორციელდება ერთი პირობით, სახელმწიფო მედიის ანგარიშებში გამოცხადებული დეტალების თანახმად, აითოლა ირანში მყოფ მრავალ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეიწყალებს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ის ცნობით, შეწყალება ასევე არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც "უცხოური სააგენტოების ჯაშუშობაში“ ან „ისლამური რესპუბლიკისადმი მტრულ ჯგუფებთან კავშირში“ ედებათ ბრალი.