უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდება ესკალაციას არ გამოიწვევს - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში დასავლური ტანკების გაგზავნა ომში ახალ ესკალაციას არ გამოიწვევს.

ამის შესახებ შოლცმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ამ ომს გამართლება არ აქვს. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უმოწყალო ომს აწარმოებს. ჩვენ გულდასმით განვიხილავთ გადაწყვეტილებას იარაღის მიწოდების შესახებ, გვაქვს კოორდინაცია მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-თან. ასეთი ერთობლივი მიდგომა გარანტიაა, რომ ომის ესკალაცია არ იქნება", - თქვა შოლცმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და მოკავშირეები უკრაინას იარაღს თავდაცვისთვის აწვდიან.

ცნობისთვის, 24 იანვარს გერმანიამ განაცხადა, რომ ქვეყანა  უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი