"დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ ერთ მტერს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს" | ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

"დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ ერთ მტერს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით მიმართვისას ისაუბრა, რომელიც ოფიციალურად ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან... "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის გაჭირვების და სიღატაკის მტერი, - ამბობს ხაბეიშვილი. 

მისივე თქმით, "დღეს ვართ ისტორიის გზაგასაყარზე - ჩვენი ისტორიული ოჯახი ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი მკვლელი ბოროტი რუსეთი".

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში სრული, აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენს მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, ნაციონალური მოძრაობა გიბრუნდებათ თქვენ, - მიმართა ხაბეიშვილმა პარტიის წევრებს. 

ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხიელ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "უკვე შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე".

მისივე თქმით, "უახლოეს პერიოდში, თბილისის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი-არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას".

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები არ ესწრებიან. 

შეგახსენებთ, რომ 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი