ფართომასშტაბიანი სამშენებლო და არქეოლოგიური სამუშაოები გარეჯში | "ოცნების" პროპაგანდა და დავა მეზობელთან

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების პროპაგანდისტული ტყუილიდან 2 წლის შემდეგ, გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამშენებლო და არქეოლოგიური სამუშაოებია. აზერბაიჯანის მხარემ ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელი საავტომობილი გზის მშენებლობა დაასრულა, ბერთუბანსა და ჩიჩხიტურთან უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. მოპოვებული მასალა ბაქოში გადააქვთ. იმის მიუხედავად, რომ ეს ტერიტორია გარეჯის კომპლექსის ნაწილია, არქეოლოგიურ გათხრებში საქართველოს მხრიდან არავინ მონაწილეობს და არც ქართველი მეცნიერები ჩაუყენებია ვინმეს საქმის კურსში.

2 წლის წინ "ქართული ოცნების" იაფფასიანმა პროპაგანდამ წინასაარჩევნოდ კი იმუშავა, თუმცა მეზობელთან საზღვრის სადავო მონაკვეთზე ვითარება ისე დაძაბა, რომ ხელისუფლების დაქადნება, რომ ყველაფერს რუსული რუკებითა და ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით მოაგვარებდა, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურად ჟღერს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი