
BBC თურქეთისა და სირიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-ს აჭარბებს.
თურქეთში, სულ მცირე 23 დადასტურებული გარდაცვალებაა მალათიაში, 17 შანლიურფაში, 6 დიარბაქირში და კიდევ 5 ოსმანიეში. დაშავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ სასაზღვო ნაწილში 42 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
ცნობისთვის, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.