
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა სამგორის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ სამგორის
მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ლევან ხაბეიშვილი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
დღეს "ევროპული საქართველოს" სამგორის წარმომადგენლობა ოპოზიციის ერთიან კანდიდატ ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. ჩვენი ურყევი პიზიციაა, რომ ერთიანი მაჟორიტარები აუცილებელია საერთო გამარჯვებისთვის - ივანიშვილის მოსაშორებლად. ამასთანავე, ეს არ უშლის ხელს, უფრო პირიქით, რომ პარტიების ნაწილში იყოს მრავალფეროვნება. ამიტომ, "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები სამგორში ვხაზავთ 2, ხოლო მაჟორიტარის ნაწილში ლევან ხაბეიშვილს ნომრით 5. წარმატება მას და მთლიანად ოპოზიციას ამ ისტორიულ დაპირისპირებაში, - წერს უგულავა.


შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა:
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენკანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.