მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს. დაშავებულია თითქმის 2 000. ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

სირიის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ სულ მცირე 237 დაიღუპა და 639 დაშავდა. თურქეთმა ოფიციალურად დაადასტურა 76 გარდაცვალება და 440 დაშავებული.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შმდეგ, დაფიქსირდა შვიდი ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 5 მაგნიტუდას აღემატებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი