თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად, 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწის ძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემები, თურქეთში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, 5 383 კი დაშავდა.

სირიაში კი მიწის ძვრის შედეგად, სულ მცირე, 386 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 600-ზე მეტი.

მიწის ძვრის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, დაფიქსირდა შვიდი ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 5 მაგნიტუდას აღემატებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი