12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი არასამთავრობოებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის წევრებთან ერთად  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შემხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დოკუმენტი წარუდგინა, რომელში მმართველ პარტიას 12-დან 9 რეკომენდაცია შესრულებულად აქვს მონიშნული.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 3 პუნქტი არ შესრულებულა, მათ შორისაა - სასამართლო რეფორმაში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა და სახალხო დამცველის დამტკიცება.

ომბუდსმენის ვერ არჩევაზე შალვა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას არასამთავრობო სექტორს აკისრებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მხრივ ცუდი როლი ითამაშეს.

"რაც შეეხება არჩევის საკითხებს ომბუდსმენთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, აქ არასამთავრობო სექტორმა შეასრულა ძალიან ნეგატიური როლი. მათ, ფაქტობრივად თავის არჩევანში ჩაკეტეს ოპოზიცია, დაასახელეს რამდენიმე კანდიდატი და მე, პირადად ვხედავდი, მათ შორის, ოპოზიციაში, რამდენად უჭირდათ გასულიყვნენ ამ ჩარჩოებიდან, რომელიც მათ დაუწესა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ. მე ამაზე ღიად მაქვს ნათქვამი, რომ სამწუხარო იყო ის როლი, რაც ითამაშა არასამთავრობო სექტორმა ამ მხრივ და მე იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები საკუთარი პასუხისმგებლობისგან ამოვლენ, საკუთარი ამომრჩევლის წინაში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, მათი თქმით, იმ პუნქტებში, რომელიც მმართველმა პარტიამ შესრულებულად მიიჩნია ხარვეზებია და ისინი სრულად შესრულებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი