
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [მიხეილ სააკაშვილის] საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის შესახებ ცნობებები შემაშფოთებელია და პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა"- ამბობს პიტერ ფიშერი
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმზეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მოსამართლე არევაძე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს.