მედია: რუსეთის პატრიარქი კირილი შვეიცარიაში КГБ-ს ჯაშუში იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის პატრიარქი კირილი შვეიცარიაში КГБ-ს ჯაშუში იყო, - ინფორმაციას Matin Dimanche და Sonntagszeitung შვეიცარიის ფედერალური არქივის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კირილი 1970-იან წლებში ჟენევაში საბჭოთა КГБ-ს  საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, ჟენევაში ცხოვრობდა ფსევდონიმით "მიხაილოვი" და ოფიციალურად ის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (WCC) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, მისი ამოცანა  იყო, რომ სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოეხდინა საბჭოზე.

გარდა ამისა, როგოროც გერმანელი თეოლოგი გერჰარდ ბესიერი თავის წიგნში წერს, 1970-იან და 1980-იან წლებში КГБ-ს სურდა გავლენა მოეხდინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე, რათა მას თავი შეეკავებინა სსრკ-ში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის კრიტიკისგან და ამის ნაცვლად გაეკრიტიკებინა აშშ და მისი მოკავშირეები.

ცნობისთვის, კირილი ჟენევაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში ქადაგებდა, რომელსაც ახლა მისი ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, გუნდიაევი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელის პოსტს იკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი