ცვლილებები და მწვავე დაპირისპირება ენმ-ში | ურთიერთბრალდებები პარტიის ახალ და ძველ მენეჯმენტს შორის

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები შიდაპარტიულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს. ყრილობის ჩატარება და ახალი საკადრო გადაწყვეტილებები ყოფილი თავმჯდომარისა და მისი მხარდამჭერების კრიტიკის საგნად იქცა.

მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ყოფილ მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ ახალი გენერალური მდივნისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის არჩევა და სხვა ცვლილებები არაფორმალური მმართველობით იყო ნაკარნახევი და უკანგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა საპირისპიროზე საუბრობენ ახალი გუნდის წევრები - ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ სწრაფი ცვლილებების აუცილებელია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარ პოლიტიკურ მიზანზე - მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე კონცენტრირება მოახდინოს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი