მიწასთან გასწორებული და ნანგრევებად ქცეული ქალაქები. გამანადგურებელმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში 2 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 000-მდე კი დაშავდა. მთელი დღის განმავლობაში მაშველებს სტიქიის ეპიცენტრში ნანგრევებიდან ხალხი ამოჰყავთ, თუმცა მსხვერპლი ძალიან დიდია და გარდაცვლილების შესახებ მონაცემებიც საათობრივად იცვლება.
უკვე ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი. ქალაქები სტიქიის ეპიცენტრში პარალიზებულია, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სეისმური რყევები 40-ჯერ განმეორდა. ხალხი პანიკაშია, ისინი დანგრეულ დასახლებებს ტოვებენ და შედარებით უსაფრთხო ადგილას გარბიან.