"მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისი! ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას" | ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისი! ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას" - ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ის მოსამართლე არევაძის გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადდა და პატიმრობაში დარჩა. 

ხაბეიშვილი პარტიის რეგიონულ წევრებს ხვალიდან თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას".

მისივე თქმით, დღეს პირველი აქტივობა პრემიერ ღარიბაშვილის სახლთან აქციით მისვლა იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი