როდესაც ნონა წოწორია არჩევს მოსამართლეებს მოლდოვაში, ეს არის მოლდოვისთვის სერიოზული პრობლემა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის სირცხვილია ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის ამ სასამართლოში - ირაკლი კობახიძე ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლე,ს ნონა წოწორიას ესხმის თავს და ამბობს, რომ სირცხვილი იყო მისი ყოფნა სტრასბურგის სასამართლოში და პრობლემაა ახლა მოლდოვისთვისაც:

"ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი საქართველოს 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში.

ეს ცალკე პრობლემაა, როდესაც ნონა წოწორია, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე არჩევს მოსამართლეებს მოლდოვაში. ეს არის მოლოდვისთვის სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ გამოვიარეთ 9 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ეს პრობლემები დღეს უდგას მოლდოვას" ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი