თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში  6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ გააკეთა.

როგორც ვიცე-პრემიერმა თქვა, მხოლოდ თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 3,419-ამდე გაიზარდა. სირიაში 1,600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, დაზარალებული რეგიონებისთვის დახმარების მიწოდება და გადარჩენის ოპერაციები გაართულა, რადგან სამ ყველაზე მეტად დაზარალებულ პროვინციაში, ქალაქ ჰატაიში, კაჰრამანმარასში და ადამიამანში, მხოლოდ სამაშველო და პირველადი დახმარების მანქანებს ეძლევათ შესვლის საშუალება. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. მიწისქვეშა ბიძგის სიმძლავრე კი 7,8 მაგნიტუდა იყო.

სტიქიური უბედურების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი ამ დრომდე იძებნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი