რადამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და შს მინისტრი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, ვასილ მალიუკი დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭრა სახალხო რადას დეპუტატების უმრავლესობამ - 324-მა დეპუტატმა.

კენჭისყრას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი.

„ასეთი შედეგისა და სრულმასშტაბიანი ომით გავლილი გამოცდის გათვალისწინებით, მისი (ვ. მალიუკის) დანიშვნა სრულად გამართლებულად მიმაჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  თანამდებობიდან, 2022 წლის ივლისში ივან ბაკანოვი გაათავისუფლეს.

18 ივლისს ზელენსკიმ დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ვასილ მალიუკი დანიშნა, რომელიც SBU-ის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

2023 წლის 6 თებერვალს კი ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, სწორედ მალიუკის კანდიდატურა შესთავაზა.

დღესვე, რადას სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად იგორ კლიმენკო დაინიშნა. მის კანდიდატურას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინის შს მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, მინისტრი  დენის მონასტირსკი დაიღუპა. ავიაკატასტროფა კიევის ოლქის ქალაქში 18 იანვარს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი