უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის

გამოქვეყნდა:

უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის, - შესაბამის დადგენილებას ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა.

"ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის დასაძლევად, უკრაინის კანონის "ჰუმანიტარული დახმარების შესახებ" მე-10 მუხლის შესაბამისად", - ვკითხულობთ პრეზიდენტის დადგენილებაში. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რას მოიცავს უკრაინის დახმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი