"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" მოვუწოდებდით, რომ სწორედ მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და შემდეგ  "ქართულმა ოცნებამ" გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც, დამატებით ყველა სხვა პრობლემასთან,  გვევლინება ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

არავის გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც ევროკავშირს ანგარიში, რაც შეეხება ჩვენთვის წაყენებული 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არავის დაუწერია.

12 პირობა, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს შეეხება, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხებს და არა იმ ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, თუ რა პროცენტით არის გადმოტანილი ჩვენს კანონმდებლობაში ევროკავშირის რეგულაციები და მათი კანონმდებლობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, პროგრესი გვაქვს, ოღონდ არავინ დააფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას  ამ ანგარიშზე  ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს"

 განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა "ლელოდან" სალომე სამადაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი